„დამარხული ვაზის“ წარდგენა გაიმართება

31 მაისს, 16:30 საათზე, „თბილისის წიგნის საერთაშორისო  ფესტივალის“ ფარგლებში, არტურ იურკევიჩისა და მალხაზ ჯაჯანიძის წიგნია – „დამარხული ვაზის“ წარდგენა გაიმართება.
დათო ტურაშვილი: „ამ წიგნმა მომძებნა მაშინ, როცა გულუბრყვილოდ მეგონა, რომ აფხაზეთის ომზე დაწერილი ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. და აი, აღმოვაჩინე, რომ მათ შორის საუკეთესოს შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი“.

წიგნს წარადგენენ: მწერალი: დათო ტურაშვილი; ავტორი: არტურ იურკევიჩი; ავტორი: მალხაზ ჯაჯანიძე; მთარგმნელი: მიხო მოსულიშვილი; ყდის დიზაინერი: მიაკო ნადირაძე; რედაქტორი: ლადო იოსებაძე.
მის: თბილისი, წერეთლის გამზ. 118 / „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები