„მომავლის ხმები“ – სალოტბარო სკოლების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, 27-28 მაისს, ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების ღონისძიება – ფოკლორული ფესტივალი – „მომავლის ხმები“ გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობს დასავლეთ საქართველოში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 11 სალოტბარო სკოლა (ოზურგეთი, წალენჯიხა, ლენტეხი, საჩხერე, ონი, მესტია, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი, ქობულეთი, სამტრედია), სადაც ჩართულია 400-მდე ბავშვი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიების მიზანია, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სიმღერა-გალობის უკეთ წარმოჩენა მომავალი თაობებისთვის. ფესტივალზე ბავშვები ერთმანეთს წარუდგენენ და მოასმენინებენ საკუთარი კუთხის ნიმუშებს.
დაგეგმილია, ასევე, სალოტბარო სკოლების ფოლკლორული ფესტივალი თბილისში, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია, უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიციული სიმღერა და საეკლესიო გალობა.

ბაღდათის სალოტბარო სკოლა
სამტრედიის სალოტბარო სკოლა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები