კიბოს განვითარების მიზეზები

      მეცნიერებმა ონკოლოგიური პროცესების განვითარების ორი ძირითადი მიზეზი დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ ცხოველური საკვები და მოწევა ყველაზე მეტად კიბოს უჯრედების აქტივობაზე ახდენს გავლენას. აღნიშნული საერთაშორისო კვლევის ფარგლებში იყო დადასტურებული და ონკოლოგიური დაავადებების გლობალურ მაჩვენებლებს ეყრდნობა. კვლევაში 157 ქვეყანაში კიბოთი დაავადებისა და კიბოს ყველა ძირითადი სახეობის მონაცემები იყო გათვალისწინებული. შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი მოწევასთან ან ცხოველური წარმოშობის საკვების ხშირ მოხმარებასთან ასოცირდებოდა. პაციენტები რომელთათვისაც კიბოს განვითარება ალკოჰოლის გადაჭარბებულ გამოყენებას უკავშირდებოდა ცალკე ჯგუფში აღმოჩნდნენ,.10419742_757540514276762_1708991125_n აღსანიშნავია, რომ მამაკაცებისთვის პირველ ადგილზე ზიანის თვალსაზრისით მოწევის ფაქტორი დგას, ხოლო ქალებისთვის – კვება, ცხოველური ცილების ჭარბი შემცველობით. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს ხორცპროდუქტებსა და კიბოს განსაზღვრულ სახეობას შორის კავშირი. უფრო ხშირად საკვერცხეების, პროსტატის, სათესლე ჯირკვლების, პანკრეასისა და თირკმლების კიბო ხორცის მოყვარულებში ვლინდება. ეს იმით აიხსნება, რომ ცილა ორგანიზმის ყველა უჯრედის, მათ შორის კიბოს უჯრედების, განვითარების პროვოცირებას იწვევს. მეცნიერები იდეალურ საკვებ რაციონად მიიჩნევენ. ტიპიურ იაპონურ რაციონს, რომლის შემადგენლობაში ხორცპროდუქტები მხოლოდ 10%-ია, ხოლო ძირითად საკვებად ბრინჯი, მარცვლეული და ზღვის პროდუქტებია წარმოდგენილი.

წყარო: „მედპორტალ“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები