ლადო კახაძე ალექსანდრე ყიფიანის შთამომავლებს ოჯახში ესტუმრა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ალექსანდრე ყიფიანის შთამომავლებს ოჯახში ესტუმრა. მმართველი გუნდის კანდიდატმა ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის ოჯახს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

კაპიტანი ყიფიანი 1921 წლის 24 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან, მარტო დარჩენილი შეებრძოლა საოკუპაციო არმიის დანაყოფს. მის შესახებ გენერალი გიორგი კვინიტაძე წერდა, რომ არასოდეს უნახავს სამხედრო, უფრო მამაცი და შეუპოვარი, ვიდრე კაპიტანი ყიფიანი. 

ლადო კახაძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა ინიციატივით, რომ ალექსანდრე ყიფიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები