თბილისში მე-5 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

    თბილისში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულის აივნიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა.
ის სასწრაფო დახმარების მანქანამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, 4 წლის ბავშვს ბეჭის ძვლის და ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნებოდა.
მათივე თქმით, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას ტრავმატოლოგიურ კლინიკაში დღეს გადაიყვანენ.
ოთხი წლის ბავშვს დედა დაღუპული ჰყავს და მას ბებია ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები