სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

28 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
სკოლა-პანსიონის ინფორმაციით, გამოფენა  საქართველოს პირველი რესპუბლიკის 101, მერაბ კოსტავას დაბადების 80 და სკოლა-პანსიონის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები