კანის კინოფესტივალზე შარშანდელი პრემიერის შემდეგ „მზის გოგონების” ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება

24 მაისს, 12:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში (თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) სპეციალური კომისიის წინაშე ევა ჰუსონის ფილმის „მზის გოგონები” ჩვენება გაიმართება. კომისიის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „მზის გოგონები” პროგრამის „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს.

„მზის გოგონები” საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები