ბრიტანელმა მეცნიერებმა „მშრალი წყალი“ შექმნეს

   ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა „მშრალი წყალი“ გამოიგონეს, ნივთიერება, რომელიც ძირითადად, ჩვეულებრივი წყლისგან (95 პროცენტი) და მცირე რაოდენობით (5 პროცენტი) კრემნიუმის დიოქსიდისგან შედგება. თითოეული წყლის წვეთი, კრემნიუმის დიოქსიდის გარსშია გახვეული. ეს ნივთიერება გარეგნულად შაქრის ფხვნილს მოგვაგონებს.
ბრიტანელი მეცნიერების აზრით „მშრალი წყალი“ ქიმიკატების გამოყენებაში რევოლუციას მოახდენს და ეს ნივთიერება მეცნიერებს დაეხმარება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი ჩვეულებრივ წყალზე სამჯერ უკეთესია და ნახშირორჟანგის გაზს ისრუტავს, ამით ხელს უშლის მის ატმოსფეროში მოხვედრას. „მშრალი წყალი“, აგრეთვე, შეიძლება გამოვიყენოთ მეთანის მარაგის შესანახად და მისი ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდისთვის.
ლივერპულის უნივერსიტეტის დოქტორმა ბენ კარტერმა თავისი სამუშაო ბოსტონში, ამერიკის ქიმიური საზოგადოების 240-ე ნაციონალურ კონფერენციაზე წარადგინა. „მშრალი წყალი“ შეიძლება, კატალიზატორადაც გამოვიყენოთ, წყალბადისა და მალეინის მჟავას შორის რეაქციის დასაჩქარებლად.
ამის შედეგად ქარვის მჟავა წარმოიქმნება. ნივთიერება, რომელიც წამლების, კვებითი პროდუქტების დამატებებისა და სახალხო მოხმარების საგნების დასამზადებლად გამოიყენება. „მშრალი წყალი“ რომლის ნაწილაკები შეიცავს მალეინის მჟავას, ქარვის მჟავას მიღება მარტივდება, ხოლო მისი გამომუშავების პროცესი უფრო მეტად ეკოლოგიური და ენერგოეფექტური ხდება. მისი გამოყენებით, შესაძლებელი იქნება, ერთმანეთს შევურიოთ ისეთი სითხეები, რომელთა შერევა ადრე არ შეიძლებოდა. მაგალითად, როგორიცაა ნავთობი და წყალი.
ასეთი „მშრალი ემულსიები“ გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირებას.

წყარო: „ფორ“

 

10428903_757443914286422_1375227037_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები