პოლონეთში თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტები გაიმართება

26 და 28 მაისს, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, პოლონეთში გამართავს კონცერტებს.
როგორც „კვირას“ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრიდან აცნობეს, 26 მაისის კონცერტი ეძღვნება საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთოებების დამყარების 100 წლისთავს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის დაარსების 10 წლისთავს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
26 მაისს კონცერტი გაიმართება ვარშავის ეროვნულ ფილარმონიაში, ხოლო 28 მაისს ორკესტრს ვროცლავის ვიტოლდ ლიუტოსლავსკის სახელობის მუსიკის ეროვნული ფორუმი უმასპინძლებს.
პროგრამაშია:  ი. სტრავინსკის, ჰ. ვენიავსკისა და ვ. კახიძის ნაწარმოებები. ორკესტრთან ერთად საკონცერტო სცენაზე წარდგება ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ანა ჭანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები