ლევან კოღუაშვილმა ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება მოიპოვა

ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმის პროექტმა „გურია“ (თხილი) სცენარის განვითარებისთვის ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება (9000 ევრო) მიიღო.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, პროექტმა გაიმარჯვა ფონდის პრესტიჟულ სექციაში „ხმები“ (Voices), სადაც ლევან კოღუაშვილთან ერთად არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი დაჯილდოვდა.
„გურია“ (თხილი) რამდენიმე თვის წინ ეროვნული კინოცენტრის მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი გახდა.
პროექტის სცენარისტები არიან: ბორის ფრუმინი, გიორგი კეკელიძე და ლევან კოღუაშვილი, ხოლო პროდიუსერები ოლენა ერშოვა და ნათია ჩხარტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები