#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი საგაზაფხულო დარგვებს კვლავ პლატოს ტერიტორიაზე განახორციელებს

0

ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერითა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, კავკასიური ფიჭვის 2500 ნერგი დაირგო.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე სამი წელია, ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 3 ჰექტარამდე ფართობზე 8700 ნერგი დაირგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5-წლიან გეგმასაც ითვალისწინებს. კამპანიის მიზანი ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობაა.
დღესვე “ბორჯომის გმირი 2019-ის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კომპანიის ინიციატივით, „ბორჯომის გმირი 2019-ის” სტატუსი მედიის წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მთავარ მეტყევეს – კობა სილაგაძეს მიენიჭა.
ღონისძიებას, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
R

კომენტარები

კომენტარი