მავნე საკვების რეიტინგი

   რაც ძალიან გემრიელია, ყოველთვის არ არის სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისათვის. პოპულარული მავნე პროდუქტების რეიტინგით „ჩიფსი“ ლიდერობს. ეს „ნუგბარი“ დახლებზე პირველად 1853 წელს, ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ სარატოგ სპრინგსის კაფე „მენ ლაიქ ჰაუზში“ გამოჩნდა.
“ჩიფსი” უზომოდ კალორიულია. 100 გრამი 500 კალორიას შეიცავს. მარილით, საკვები დანამატებით და თავისუფალი რადიკალებითაა სავსე, რომლებსაც ცოცხალი უჯრედის შთანთქმის უნარი ახასიათებს.
„ჰოთ-დოგი“ რეიტინგით მეორეა, რომელსაც თავიდან მხოლოდ შუა საუკუნეების ფრანკფურტის ქუჩებში მიირთმევდნენ. აშშ-ში მისი დამზადების რეცეპტი ემიგრანტმა გერმანელებმა ჩაიტანეს. მავნე რეიტინგის მესამე ადგილზე ჰამბურგერია. მისი დაბადების თარიღად 1889 წლის 5 იანვარია მიჩნეული. რასაკვირველია, ეს „კერძიც“ აშშ-ში დაიბადა. 1904 წელს გერმანელმა ემიგრანტებმა მისი რეცეპტი დახვეწეს. ხორცის ნაჭერი გაჭრილ ფუნთუშაში მოათავსეს და ყველით, სალათის ფოთლებითა და პომიდვრით გააკეთილშობილეს. გაზიანი ტკბილი წყალიც არანაკლებ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ის მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკელებმა გამოიგონეს. სამწუხაროდ, ეს სასმელი გამოდევნის კალცს ძვლებიდან და კარიესის გაჩენას ხელს უწყობს. საღეჭი რეზინი მთლიანად ხელოვნური ბოჭკოსგან მზადდება და შეუძლებელია, ვინმესთვის სასარგებლო იყოს. მის შემადგენლობაშია სინთეტიკური არომატიზატორები, საღებავები და ხელოვნური სახარინები.
წყარო: “ფორ”

10361205_757049270992553_494123890_n 10416951_757049267659220_18528783_n 10423433_757049277659219_1891889085_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები