ზესტაფონის მერის არჩევნებზე 25 857 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 47 პროცენტია
ზესტაფონში ყველა უბანი დაიხურა და ამ წუთებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან ვაშაყმაძემ განაცხადა, ზესტაფონის მერის არჩევნებში აქტიურობა ისეთივე იყო, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რაც, მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
“51-ე საარჩევნო ოლქში უბნები წესისამებრ, 8 საათზე დაიხურა. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში. დაიწერა მხოლოდ 6 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს შეეხება და ის გავლენას ვერ მოახდენს შედეგებზე. სულ არჩევანი დააფიქსირა 25857 ამომრჩეველმა, რაც ოლქში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 47%-ია. დაახლოებით ისეთივე აქტიურობაა, როგორიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირდა და შუალედური არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა ქეთევან ვაშაყმაძემ.