გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა

გოგი წულაია არ ელოდება არჩევნების შედეგებს და თავს ზესტაფონის მერად აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ უკვე გამარჯვებულია. სხვა შედეგების დადგომის შემთხვევაში, ის პერმანენტული აქციებით იმუქრება.
“ნებისმიერი ზესტაფონელის დაძახებისას,  მათი პრობლემების მოსაგვარებლად, ზესტაფონში ჩამოვალ.  ჩემი კოორდინატორები დააშინეს და ამიტომ არ არიან აქ. მე რომ არ მეშინია და უშიშარი ვარ, ამიტომ ვდგავარ და ვაპროტესტებ” , – ამბობს გოგი წულაია.

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, თუკი ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იქნება მაღალი, ეს ნიშნავს, რომ  არჩევნები გააყალბეს. მან ზესტაფონელებს მოუწოდა,  მტკიცედ დადგნენ საკუთარი ხმების დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები