“ნაცმოძრაობის” დაკავებული მხარდამჭერებიდან ერთ-ერთი არასრულწოვანია – კობა ნაყოფიას განმარტება (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული მხარდამჭერებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
“შეტყობინების საფუძველზე ჰყავთ მოყვანილი, უბრალოდ, რომ დაკითხონ, სოციალურ მუშაკს ელოდებიან, რადგან ერთ-ერთი არის არასწრულწლოვანია. იგი თან ახლდა სხვა პირს, რომელიც გახლდათ უბანზე. სიის გამორთმევასთან დაკავშირებით, არაფერი არ უთქვამთ , თქვეს, რომ შეტყობინების საფუძველზე არიან გადაყვანილი დაკითხვაზე, არანაირი მუხლი არ წარუდგენიათ”,- განაცხადა კობა ნაყოფიამ.
​შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები – რუსა მჭედლიძე და ნიკოლოზ გაბელია სამმართველოში დაკითხვაზე მიიყვანეს. მათ სამაგიდო სიის გადაღებას ედავებიან. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები უშუალოდ გადაღების მომენტში აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები