ბაქარ ხიჯაკაძემ ხმა ზესტაფონის N7 საარჩევნო უბანზე მისცა
ზესტაფონის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ბაქარ ხიჯაკაძემ საკუთარი საარჩევნო ხმა ზესტაფონში, N7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
“მთავარი გამოწვევა არის ძალიან მძიმე პრობლემები ზესტაფონში, სადაც არის ძალიან ბევრი უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი, არ გაკეთებულა არაფერი, ამიტომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ზესტაფონის განვითარება, ზესტაფონის წინსვლა, ნებისმიერი მოქალაქის გვერდით დგომა და მათი პრობლემების გულთან მიტანა”,- განაცხადა ბაქარ ხიჯაკაძემ.
შეგახსენებთ, ზესტაფონში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.