ზუგდიდში, “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს (ვიდეო)
რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის სამმართველოში დაკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები – რუსა მჭედლიძე და ნიკოლოზ გაბელია მიიყვანეს. მათ სამაგიდო სიის გადაღებას ედავებიან. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები უშუალოდ გადაღების მომენტში აიყვანეს.
შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდში და საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საარჩევნო უბნები დილით, 8 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ.