12 საათის მონაცემებით, ზესტაფონში ამომრჩეველთა აქტივობა 16%-ს შეადგენს
ზესტაფონის 51-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით,საკუთარი ხმა უკვე 9048 ამომრჩეველმა დააფიქსირა .
“ხმა 9048 ამომრჩეველმა მისცა, რაც 53-ვე უბანზე ამომრჩევლის 16.47 პროცენტია. დაახლოებით ანალოგიური მონაცემი გვქონდა გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამ დროისთვის”,- განაცხადა ქეთევან ვაშაყმაძემ.
ვაშაყმაძის განმარტებით, საოლქო კომისიაში ამ დროისთვის, 2 საჩივარია შესული. საარჩევნო ოლქში საჩივრები მე-10 და 44-ე უბნებიდან შევიდა.
“2 საჩივარია დარეგისტრირებული, რომელთა თაობაზეც წარმომადგენლებმა მოგვმართეს. პირველი ეხება იმ საკითხს, რომ კომისიის მდივანმა ამომრჩევლის გასვლის შემთხვევა არ დაარეგისტრირა, მეორე კი არის ხარვეზი ბიულეტენების დათვლის საკითხში”,- განაცხადა ქეთევან ვაშაყმაძემ.