მარნეულის 68-ე უბნიდან გაძევებული “ძლიერი ერთობის” წარმომადგენელი სავარაუდოდ, “გაერთიანებული ოპოზიციის” მხარდამჭერია

მარნეულის 68-ე საარჩევნო უბნიდან ორგანიზაცია “ძლიერი ერთობის” წარმომადგენელი – მანანა ბობოხიძე გააძევეს.

როგორც ადგილიდან “კვირას” კორესპონდენტი იუწყება, ის საუბნო-საარჩევნო სიებს ფოტოს და ვიდეოს უღებდა. როგორც ირკვევა, კომისიის წევრებმა ის რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა ვიდეო და ფოტო გადაღებას განაგრძობდა, რის შემდეგაც კომისიამ ბობოხიძეს უბანი დაატოვებინა.

კომიისიაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ამბობს, რომ მანანა ბობოხიძე თავად პროვოცირებდა და უბანში შესვლისთანავე კომისიის წევრებზე ზეწოლას ახორციელებდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მანანა ბობოხიძე “გაერთიანებული ოპოზიციის” აქტიური მხარდამჭერია და ის პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები