კოკში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს რაიონის სოფელ კოკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა.
როგორც “კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირი, ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზეა დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.