ვინ არის ქალი, რომელსაც ნიკა გვარამია ფიზიკურად გაუსწორდა (ფოტო)

ზუგდიდში, 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დირექტორსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე ქეთევან სორდია N67 საოლქო საარჩევნო კომისიის პოლიტიკურ გაერთიანების, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელია.
​როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ქეთევან სორდია პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და შესაძლოა, სამედიცინო დახმარებაც დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ სორდია გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გვარამიამ გამოართვა პარკი და რაც შიგ ედო, ძირს დააყრევინა.
„გვარამიამ მითხრა, სიები გაქვსო, ამოიღე, რა გიჭირავს ხელშიო. ასევე, მკითხა, აქ რატომ დგახარო, რაზეც ვუთხარი, რომ მე ვარ მოქალაქე და ვდგავარ აქ. ამ დროს, დამეჯახა და წამართვა პარკი, ასევე, გადმომიგდო სათვალე. ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა“, – განაცხადა სორდიამ.
თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ აღნიშნულ ქალბატონს „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული უწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები