გივი მოდებაძე: ხმა მივეცი ჭიათურის განვითარებასა და მომავალს (ვიდეო)
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი მოდებაძემ საკუთარი ხმა N3 საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა. მოდებაძის თქმით, მან ხმა ჭიათურის განვითარებას, მომავალსა და მშვიდობას მისცა.
“ჭიათურაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები. მე ხმა მივეცი ჭიათურის განვითარებას, ჭიათურის მომავალს და მინდა, ჭიათურაში იყოს მშვიდობა, რაც აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, არამარტო ჭიათურაში, არამედ ყველგან, სადაც არჩევნები მიმდინარეობს. მინდა, მხნეობა და კარგად ყოფნა ვუსურვო მთელ საქართველოს”,- განაცხადა გივი მოდებაძემ.
შეგახსენებთ, ჭიათურაში მერის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლებს ხმის მიცემა საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ.