“და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?” – სანდრა რულოვსს ზვიად გამსახურდიას კრიტიკა კიდევ ერთხელ გაახსენეს

ჯიხაშკარის N108 და N79 უბნებთან  ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სანდრა რულოვსისა და ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პლაკატები გამოჩნდა.
პლაკატებზე რულოვსის წიგნიდან ციტატაა ამობეჭდილი, რომელშიც ის ზვიად გამსახურდიას შესახებ საუბრობს და მას “არაფორმალური ბანდფორმირებების შემქმნელად” მოიხსენიებს. სააკაშვილის ფოტოს მინაწერში კი აღნიშნულია, რომ 1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში სააკაშვილი გამსახურდიას „უღირს პრეზიდენტსა“ და „კავკასიელ ჰუსეინს“ უწოდებს. უცნობია, ვინ განათავსა აღნიშნული პლაკატები ქალაქში.
“და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?”;
“და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?”, – წერია პლაკატებზე.
ცნობისთვის, აღნიშნული პლაკატები ზუგდიდის მასშტაბით დაახლოებით ორი კვირის წინაც გამოჩნდა.


 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები