“ევროპული საქართველოს” კანდიდატმა, ახმედ იმამკულიევმა ხმა N67 უბანზე მისცა

მარნეულის მერობის “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა, ახმედ იმამკულიევმა საკუთარი ხმა  მარნეულის N67 საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.  იმამკულიევის განცხადებით, ხმას მარნეულის, აღმშენებლობას აძლევს.

შეგახსენებთ, მარნეულში, ისევე როგორც საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში, მერი შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლების საკუთარი ხმის დაფიქსირება საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები