მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ

0

დღეს, პარლამენტის შუალედური არჩევნები მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მაჟორიტარობის სურვილი 20 კანდიდატს აქვს.

საარჩევნო ოლქში კი, რეგისტრირებული 43,908 ამომრჩეველია.
კანდიდატთა სია:

9 – „თავისუფალი საქართველო” – გიორგი ანდრიაძე
13 – „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები” – შალვა შავგულიძე
35 – „გირჩი” – გერმანე საბო
41 – „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ვლადიმერ კახაძე
43 – საინიციატივო ჯგუფი – კობა დავითაშვილი
44 – საინიციატივო ჯგუფი ‐ სოფიო ხორგუანი
45 – საინიციატივო ჯგუფი ‐ გრიგოლ გეგელია.

მაჟორიტართა სრული სია იხილეთ ბმულზე – http://cesko.ge/res/docs/parliamentarymajoritarianMay7th.pdf

ცნობისათვის, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს 33 საარჩევნო უბანი იმუშავებს. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მოიპოვოს. არჩეულ დეპუტატს უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაახლოებით 16 თვე ექნება. შუალედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი და ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი