19 მაისს, არჩევნებს 45 მედიაორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი გააშუქებს

,, ხვალ, 19 მაისს, თბილისში, N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედურ არჩევნები გაიმართება 410 უბანზე და სულ რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

“19 მაისს, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად, საკრებულოების შუალედური არჩევნებიც გაიმართება. არჩევნების დღეს, ამომრჩევლები ძირითადად, ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად, საკრებულოების შუალედური არჩევნებიც იმართება -2 ბიულეტენს. ამასთან, ბიულეტენები დაბეჭდილია, როგორც ქართულ, ისე შესაბამისი საარჩევნო უბნებისთვის, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ 19 მაისს, საარჩევნო ადმინისტრაცია წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის კიდევ ერთ ეტაპს განახორციელებს’’,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი, 6 139 სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება ასევე, 45 მედიაორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი გააშუქებს. საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები