როგორი ამინდი იქნება ხვალ რეგიონებში, სადაც არჩევნები ტარდება

19 მაისს, არჩევნების დღეს, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და თბილისში დროგამოშვებით მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ზუგდიდში, ზესტაფონსა და ჭიათურაში დღის პირველ ნახევარში შეიძლება იწვიმოს, დღის ბოლოს კი ნალექის ინტენსივობამ მოიმატოს. აღნიშნულ ქალაქებში ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსამდე აიწევს.

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მთელი დღის განმავლობაში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეიძლება, დღის ბოლოს გაწვიმდეს. დოდო გვაზავას ინფორმაციით, თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა თბილისში 28-30 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურას, 20-22 გრადუსია მოსალოდნელი. დოდო გვაზავა არ გამორიცხავს, რომ აჭარის მაღალმთიან რაიონებში, ხულოსა და ხელვაჩაურში იწვიმოს. მისი თქმით, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები