“ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში მედიაცენტრი ფუნქციონირებს

“ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის საარჩევნო მედიაცენტრი სასტუმრო “გრანდ ჰოტელი”-ს საკონფერენციო დარბაზში ფუნქციონირებს.
როგორც “კვირას” მედიაცენტრიდან პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ყველა ჟურნალისტს შესაძლებლობა ექნება მიმდინარე საკითხებზე, უწყვეტ რეჟიმში ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.
მათივე ცნობით, მედიაცენტრში გაიმართება საარჩევნო შტაბის ​ბრიფინგებიც.
მისამართი: კონსტანტინე გამსახურდიას ქ. 35

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები