ლევან ნატროშვილი: თუკი საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლის საფრთხეა, მათ აქვთ ბერკეტები, შესაბამის ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სთხოვონ

“კომისიებს ლეგიტიმური ბერკეტები აქვთ, შესაბამის ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სთხოვონ”, -ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა ზუგდიდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, სადაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა კომისიის სხდომაზე შეჭრა სცადეს.

“თუკი არჩევნებისას საარჩევნო კომისიის სხდომა ჩაიშლება, არ განხორციელდება ის უფლებამოსილებები, რაც საარჩევნო კომისიას აქვს დაკისრებული, ლეგიტიმური ბერკეტები აქვს საოლქო საარჩევნო კომისიას თუ საუბნო საარჩევნო კომისიებს, შესაბამის ორგანოებს სთხოვონ, დამყარდეს საზოგადოებრივი წესრიგი. ​დეტალებში არ ვიცით იქ რა ქმედებები ხდება, თუმცა შეგვიძლია ტელევიზიის საშუალებით, ჩანაწერების საშუალებით, გარკვეული დასკვნების გაკეთება. შემთხვევები არის, როდესაც იქმნება საფრთხე, მაგალითად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომ ჩაიშალოს სხდომა და არ განხორციელდეს ის უფლებამოსილებები, რაც დაკისრებული აქვს საარჩევნო კომისიას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სრულიად ლეგიტიმური ბერკეტები აქვთ ხელთ საოლქო საარჩევნო კომისიას თუ საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომ შესაბამის ორგანოებს სთხოვონ, დამყარდეს საზოგადოებრივი წესრიგი და მიეცეთ საშუალება, განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, მაშინ უკვე ლეგიტიმურია ასეთი ბერკეტების გამოყენება. ​ამიტომაც მოვუწოდეთ ჩვენ კონსტრუქციულობისკენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ასეთი შემთხვევები არ იყოს და მაქსიმალურად ვეცადოთ, ყველამ თავისი უფლებამოსილება განახორციელოს, კანონის ფარგლებში, მშვიდად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე“, – განაცხადა ნატროშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები