ტოჩინოშინის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება

ნაცუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა კვლავ გაიმარჯვა. ლევან გორგაძემ, ქართველმა სუმოისტმა, ამჯერად მაეგაშირა კოტოშოგიკუ დაამარცხა.

ტოჩინოშინმა, მეტოქის ჰაერში აწევით, მისი დოჰიოდან გადაყვანა შეძლო, რამაც სპორტსმენს გამარჯვება მოუტანა.

ლევან გორგაძე ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად იბრძვის და ამისთვის მას 10 ბრძოლის მოგება სჭირდება. შემდეგი ბრძოლა ქართველ სუმოისტს, მაეგაშირა აბისთან ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები