მერი კაპანაძე: ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეინიშნება აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი

“ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეინიშნება აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, მერი კაპანაძემ, ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი სამართლებრივად და კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა  აგრესიისა და სიტუაციის დაძაბვისგან თავი უნდა შეიკავონ.
„მხარეების ჩართულობა არის განსაკუთრებული და პასუხისმგებლობა გვეკისრება, ვიყოთ ორიენტირებული, რომ პროცესები წარიმართოს მეტად სამართლებრივად, კანონის შესაბამისად და თავი შევიკავოთ აგრესიისა და სიტუაციის დაძაბვისაგან“, – განაცხადა მერი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები