მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში ავარიის შედეგად მიიყვანეს, სხეულზე 5 შემავალი ჭრილობა აღენიშნება

“თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტს, რომელიც კლინიკაში წუხელ ავარიის შემდეგ მიიყვანეს, სხეულზე ხუთი შემავალი ჭრილობა აღენიშნება და ამ დრომდე მკურნალობს”, – ამის შესახებ კვირას, „ევექსის“ ქსელის თელავის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც „კვირას“ „ ევექსის“ პრესსამსახურში განუმარტეს, მანქანას რომელსაც, მამაკაცი საავადმყოფოში გადაჰყავდა, ავარია შეემთხვა, რის გამოც მან სხეულზე დაზიანებები მიიღო. შემთხვევა ახმეტის რაიონში სოფელ ოჟიოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრეს, რის შედეგადაც ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მუცელზე, გულ-მკერდის არესა და ზედა კიდურებზე ჭრილობები აღენიშნებოდა.

„კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც განუცხადეს, რომ მამაკაცმა დაზიანება ავარიის შედეგად მიიღო. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები