ირაკლი კობახიძე: ზესტაფონის მთავარი ღირსება თბილი, გულანთებული, მშრომელი ხალხია, რომელიც ამ ქალაქს ჰყავს
“ძალიან ბევრი ღირსება აქვს ზესტაფონს, მაგრამ მთავარი ღირსება მაინც არის ძალიან თბილი, გულანთებული მშრომელი ხალხი, რომელიც ჰყავს ამ ქალაქსა და ამ რაიონს”, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის შემაჯამებელ შეხვედრაზე შეკრებილ ზესტაფონელებს.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი გოგლიჩიძე წარმატებით წარუძღვება იმ საქმეს, რასაც ზესტაფონის განვითარება ჰქვია.
“ძალიან ბევრი ღირსება აქვს ზესტაფონს, მაგრამ მთავარი ღირსება მაინც არის ძალიან თბილი, გულანთებული მშრომელი ხალხი, რომელიც ჰყავს ამ ქალაქს, ამ რაიონს და ძალიან მიხარია, რომ დღეს გვაქვს თქვენთან შეხვედრის საშუალება.
ზესტაფონს სჭირდება განვითარება. კეთდება ბევრი რამ, მაგრამ რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, ქალაქის, სოფლის პრობლემები, ადამიანებს აქვთ პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, ყოველდღიური საქმიანობა და, რა თქმა უნდა, სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი. ამ პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენ წარმოგიდგინეთ ძალიან ღირსეული ზესტაფონელი, გიორგი გოგლიჩიძე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან დიდი წარმატებით წარუძღვება იმ საქმეს, რასაც ზესტაფონის განვითარება ჰქვია.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ და, რაც მთავარია, ზესტაფონი გაიმარჯვებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს ზესტაფონში “ქართულმა ოცნებამ” შუალედური არჩევნების შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას მმართველი გუნდის ლიდერები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით მიმართეს შეკრებილ ადგილობრივებს და გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.