საქალაქო სასამართლომ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, გიორგი კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება გიორგი კაპანაძეს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.

გამოძიების მტკიცებით, გიორგი კაპანაძემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეჰპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 000 აშშ დოლარის გადაცემა მოითხოვა, საიდანაც ნაწილი 80 000 აშშ დოლარი 5 სექტემბერს აიღო. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე ედება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები