მაია ფანჯიკიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს.
ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად წარდგენილ რეზოლუციაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ და ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე. სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონში შექმნილ ვითარებას. მაია ფანჯიკიძემ და უილიამ ბერნსმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების პერსპექტივები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დინამიკა.