ირაკლი ღარიბაშვილმა გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადა

“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრა გაფიცული მაღაროელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მაღაროელთა მოთხოვნები სამართლიანია და მათ პროტესტს დროული რეაგირება სჭირდება.
“მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო სოლიდარობით მაღაროელების მიმართ. მე მინდა, მათ მივმართო – ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია. თქვენს ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, დროული რეაგირება სჭირდება. როგორც ჩემმა მეგობარმა, კახამ აღნიშნა, ჩვენ შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, მოვისმენთ პირადად მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და მათი პირობები გაუმჯობესდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
დღეს ჭიათურაში მმართველი გუნდის ლიდერები: კახი კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ადგილობრივებს შეხვდნენ. მათ მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატს, გივი მოდებაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. შეხვედრის შემდეგ ლიდერები გაფიცულ მაღაროელებსაც შეხვდნენ და მათი მოთხოვნები მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები