ირაკლი კობახიძე: გივი მოდებაძემ ზუსტად იცის, რა ულხინს და რა უჭირს ჭიათურას
“გივი მოდებაძემ ზუსტად იცის, რა ულხინს და რა უჭირს ჭიათურას და იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ჭიათურა განვითარდეს”, – ასე მიმართა ჭიათურაში შეკრებილ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჭიათურას ჰქონდეს წინსვლა და განვითარება. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება მზრუნველი ადამიანების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგინეთ ჭიათურის კანდიდატად გივი მოდებაძე, რომელმაც ზუსტად იცის, რა ულხინს და რა უჭირს ჭიათურას და იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ჭიათურა განვითარდეს. ამიტომ მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ გივი მოდებაძეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის წინსვლასა და განვითარებაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე ჭიათურაში მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ სრული უფლება აქვთ, სურდეთ უკეთესი პირობები, რისთვისაც, მისივე თქმით, მმართველი გუნდი კომპანიასთან ერთად შეეცდება მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
“გვერდზე ქუჩაზე იმართება მაღაროელების აქცია. მათ აქვთ მოთხოვნები. მათ სურთ, რა თქმა უნდა, შრომის უკეთესი პირობები, უკეთესი სოციალური პირობები და, რა თქმა უნდა, ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს, მათ შორის, გვექნება საუბარი კომპანიასთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშრომელებს მიეცეთ ღირსეული პირობები”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს ჭიათურაში “ქართულმა ოცნებამ” შუალედური არჩევნების შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას მმართველი გუნდის ლიდერები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით მიმართეს შეკრებილ მოსახლეობას და გივი მოდებაძის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.