ხვრინვის საწინააღმდეგო ბალიში

   ამერიკელმა მეცნიერებმა „გონიერი“ ბალიში შექმნეს, რომელიც ხვრინვისგან დაგიცავთ. SANP-ის (Snore Activated Nudging Pillow) ბალიში, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბალიშისგან არ განსხვავდება. გონიერ ბალიშს უკანა მხრიდან ელექტრობლოკი აქვს, რომელსაც რამდენიმე სპეციალური ღილაკი და მიკროფონი გააჩნია.
მოწყობილობას შეუძლია ადამიანის მოსმენა. მძინარე ხვრინვას რომ იწყებს, ბალიში უფრო და უფრო იბერება. SANP-ს სპეციალური „საჰაერო ჯიბე“ აქვს, რომელიც ფართოვდება და ადამიანს 7,5 სანტიმეტრით თავს აწევინებს. მეცნიერების დასკვნით, ეს საკმარისია სასუნთქი გზების გასათავისუფლებლად. მომხმარებლის კომფორტისთვის ბალიშში აკუმულიატორია ჩამონტაჟებული, რომელიც ჩვეულებრივი სატენით იტენება. მიკროფონის მგრძნობელობის დონე და მისი მოცულობა მომხმარებელს შეუძლია თავად დაარეგულიროს. ამერიკელ მომხმარებელს უკვე შეუძლია 149 დოლარად ბალიშის შეძენა.

წყარო: “აიკოდე”

10388489_756988860998594_354547120_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები