თეა წულუკიანი: ზედმეტი ემოციებისგან დაცლილი საარჩევნო დღის ორგანიზება ყველას პასუხისმგებლობაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ზუგდიდში არჩევნებმა მაქსიმალურად მშვიდ პირობებში ჩაიაროს.
„ჩემი პარტია იქნება თუ სხვა პარტიები, ყველას მოვუწოდებდი სიმშვიდისა და ზედმეტი ემოციებისგან დაცლილი საარჩევნო დღის ორგანიზებისკენ, რაც ყველას პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, მხოლოდ სამართალდამცავები ან ცენტრალური აღმასრულებელი სტრუქტურა ვერაფერს გახდება, თუ კონკურენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა არ გააკეთეს ყველაფერი, რათა ამომრჩეველს მიეცეს მშვიდ გარემოში საარჩევნო ურნასთან მისვლის საშუალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები