სოფელ წაბლანის წყალსადენის მშენებლობისთვის პლასტმასის მილებს გამოიყენებენ
სოფელ წაბლანის წყალსადენის მშენებლობისთვის პლასტმასის მილებს გამოიყენებენ, რომლებიც სხვადასხვა ზომისა და 6600 მეტრი სიგრძის იქნება.
როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერია სოფელ წაბლანაში, 125 ოჯახის ცენტრალიზირებული წყალმომარაგების მიზნით, პროექტს ახორციელებს, რომელიც 6600 მეტრი სიგრძის წყალსადენის, 120-ტონიანი რეზერუარისა და საქლორატოროს მოწყობას ითვალისწინებს.
„სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია – შ.პ.ს. „ალსოფ“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი“, – აცხადებენ მერიაში.