კვატია-ბარდნალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ნადიმ ვასაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი – არჩილ ჩიქოვანი, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – რაულ ბერიძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – არჩილ ვანაძე სოფელ კვატიაში იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ ხულოს მუნიციაპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვატია-ბარდნალის საავტომობილო გზის 0,25 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისა და ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს. მათივე ცნობით, სამუშაოებს შპს „ხელვაჩაურის საგზაო“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 798900 ლარს შეადგენს.
„მიმდინარე წელს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისათვის, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 7 კმ-მდე სიგრძის საავტომობილო გზაზე, დაიგება 29 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდება ერთი ახალი ხიდი და 42 ხელოვნური ნაგებობა“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები