ევაკუაცია დოდაშვილის ქუჩაზე – მოსახლეობა საცხოვრებელ ბინებს, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო ტოვებს

ამ წუთებში ისანში, დოდაშვილის 22 ნომერში მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც “კვირას” “ყაზტრანსგაზ თბილისდან” აცნობეს, ცხელ ხაზზე შეტყობინება კორპუსში მცხოვრები მოქალაქეებისგან შევიდა, რის საფუძველზეც ადგილზე კომპანიის მობილური ჯგუფია გაგზავნილი.

ამ დროისთვის, ფაქტის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის.
​როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მათ უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ ბინებში ელექტროენერგია გამორთეს. ისინი ამ წუთებში კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები