კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მაღაროელთა საერთო საცხოვრებლის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საერთო საცხოვრებელში თანამშრომელთათვის შექმნილია კომფორტული პირობები, მოწყობილია დასასვენებელი და გასართობი სივრცეები.
“კომპანიაში დასაქმებული მაღაროელებიდან ვახტური გრაფიკით მომუშავე 380 მათგანი, თვეში 15 დღის განმავლობაში მუშაობს, ამდენივე დღე კი ისვენებს. ვახტურ გრაფიკში მომუშავე მაღაროელებს “ჯორჯიან მანგანეზი” უფასო კვებით, საცხოვრებელი პირობებითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფს. საერთო საცხოვრებელში თანამშრომელთათვის შექმნილია კომფორტული პირობები, მოწყობილია დასასვენებელი და გასართობი სივრცეები”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, ისინი სამუშაო პირობების, ასევე, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.