თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “კალასის” ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა.
როგორც “კვირას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, ცეცხლი რესტორან “ჭაშნაგირის” გამწოვ სისტემას გაუჩნდა, რომელიც “კალასის” სახურავზეა დამონტაჟებული.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა, ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახური და პატრულის ეკიპაჟი. ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის გამო კოტე აფხაზის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება, დროებით, შეფერხდა, თუმცა ამ დროისთვის ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან.