მამუკა ბახტაძე: არცერთ პროვოკატორს უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს

„არცერთ პროვოკატორს  უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტის დაცვით.
„არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არცერთ პროვოკატორს უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები