სანდრო ბრეგაძე: ეს მანქურთები "ტრუპების" შეკვეთებს იძლეოდნენ

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერის გამო აღშფოთებას გამოთქვამს. ბრეგაძე ბოდიშს უხდის გარდაცვლითა ოჯახის წევრებს და მწუხარებას გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობა გაცილებით ადრე არ დასრულდა.
„ესეთი აღშფოთებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. კიდევ რამდენჯერ აქვს ამ კაცის მსგავს არაკაცს ეს ფრაზა ნათქვამი–ორი ტრუპი მომიტანეთ!!! მეზიზღება ის დრო და ჩემს თავსაც ვადანაშაულებ, რომ მიუხედავად 9 წლიანი ბრძოლისა, თავი რომ არ შევაკალით ამ არაადამიანებს და უფრო ადრე არ დავამთავრეთ ამათი არსებობა, ესე რომ მოვქცეულიყავით ალბათ ბევრი “ორ ორი ტრუპი” გადარჩებოდა, ბევრი დახოცილი ქართველი გადარჩებოდა. ჩვენ ოპოზიცია ვამაყობდით, რომ ჩვენი აქციები მშვიდობიანი იყო და ხეზე ფოთოლიც კი არ ჩამოგვიგდია,არადა ამ დროს ეს მანქურთები “ტრუპების” შეკვეთებს იძლეოდნენ. თან ვინ??? საკუთარი თვალით მაინც არ მენახოს ეს ავაზაკი ვანო თუ რა შეშინებული გარბოდა მაშინ, როდესაც ელიზბარ ჯაველიძეს დაინახავდა პარლამენტში ემანდ არ გამლახოსო ან როგორი “ჩმორული'” გამოხედვით უყურებდა იმ ჩემს კოლეგებს, რომლებიც თითქმის ყოველ დღე დედას აგინებდნენ პირში.
“ორი ტრუპიო”-ეხლაც ჩამესმის ყურში ამ მანიაკის სიტყვები და მაგრად ვწუხვარ, რომ ადრევე 2005-2006-2007 წლებში არ დავუმთავრეთ ამ ნაძირლებს საქმე, ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით ამის გამო ყველას-განსაკუთრებით დაღუპულების ოჯახებს ვუხდი ბოდიშს,რომ მოლოტოვის კოქტეილებით არ ამოვბუგეთ ეს უზნეო ხალხი. ძალზედ შეძრწუნებული ვარ და წარმომიდგენია 26 მაისს როგორი დუჟმორეული ხავილით ითხოვდა “ორ ტრუპს” ეს ცახესი და რა ბედნიერი იყო, როდესაც გაიგებდა ორი ქართველის სიკვდილს, რომლებიც შემდგომ მაღაზიის სახურავზე აიტანეს და განაცხადეს დენმა დაარტყაო.ძლევამოსილი ვანო და ძლევამოსილი მიშა კი არა ჩვეულებრივი მშიშარა ავაზაკები ხართ და იმ საქართველოსი რა ვთქვი, რომელმაც თქვენ საკადრისი პასუხი არ გაგებინოთ!!!!!!!!“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სანდრო ბრეგაძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს სოციალურ ქსელ Youtube-ზე სკანდალური ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სპეცოპერაციის დროს სამხედრო მოსამსახურეებს „ორი გვამის“ მიტანას სთხოვს.1798193_698251030197393_1140827782_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები