სექსუალური შევიწროება დაისჯება – პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა.
შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„გასულ პარასკევს, 10 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს სექსუალური შევიწროების შესახებ. ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, სამოქალაქო, საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის ინიციატივას, რითაც დარეგულირდა დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯარო სივრცეში“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები