თალაკვაძე სამადაშვილს: ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამოქვეყნებულა და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს, რეალურად, არ გაუკეთებიათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე უმცირესობის დეპუტატებს – სალომე სამადაშვილსა და გიორგი კანდელაკს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა”.
„საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა – ეს განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა გააკეთა. განსაკუთრებით მინდა, მივაპყრო ჩვენი კოლეგების – ქალბატონი სამადაშვილისა და ბატონი კანდელაკის ყურადღება ამ განცხადებაზე. ერთი იმიტომ, რომ ჩაატარა ბრიფინგი და მედიას აჩვენა არარსებული დოკუმენტი ელჩების სახელით ისე, რომ მცირე უხერხულობაც კი არ უგრძნია და დღეს ისევ აგრძელებს ამ ნარატივს. რეალურად, თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამოქვეყნებულა და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს, რეალურად, არ გაუკეთებიათ განცხადების სახით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამასთან, მისი თქმით, გიორგი კანდელაკს, რომელიც ბევრ არარსებულ საკითხზე სჩვევია გამოხმაურება, არ შეუფასებია სააკაშვილის განცხადება, სადაც ის დასავლეთს რუსეთს ადარებს და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში ადანაშაულებს.
„გიორგი კანდელაკს მაშინ, როდესაც ბევრ არარსებულ საკითხს ეხმაურება და ევროპას ატყობინებს ხოლმე, ერთი განცხადება და შეფასებაც კი არ გაუკეთებია სააკაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა დასავლეთი შეადარა რუსეთს და დაადანაშაულა საქართველოს მიმართ და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში. ეს არის თქვენი რეალობა”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები