ნიკოლოზ მეტრეველი: უსუფაშვილმა ყველაზე მეტი გააკეთა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისთვის

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას ეხმაურება.
„კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე “მიშისტობაში” და ლუწ რიცხვებში მიშა – “ბიძინისტობაში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ძნელი სათქმელია, რაში და როდის ამხელენ? მაგრამ „შავგულიძეობაში“ თავი თვითონ იმხილა. „შავგულიძეობა“ კი ბოკერია-მიშისტობაა. თუ სერიოზულად შევაფასებთ ბატონი დავითის ბოლო განცხადებას ბატონ შავგულიძის მხარდაჭერის თაობაზე, ერთ დასკვნამდე მივალთ – პოლიტიკოსი, რომელიც დასავლური ღირებულებების დამცველი გვეგონა, იმ ხალხთან ეძებს თავის ბედნიერებას, ვინც საქართველოში ყველაზე მეტი გააკეთა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისთვის“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს.
დავით უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შალვა შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები