სალომე ზურაბიშვილი ფრანგი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს ორი ფრანგი სამხედროს გარდაცვალების გამო. ისინი  მძევალთა გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობისას დაიღუპნენ.
სამძიმრის ტექსტი საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, ორი ფრანგი ტურისტი ბენინში გაიტაცეს, შემდეგ კი ბურკინა-ფასოში, ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათთან ერთად ფრანგმა ჯარისკაცებმა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების მოქალაქეები გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები